ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ, რაც დავიწყება გულმა არ ჰგუბოს, - მაინც მოვიდა ვიღაც გვირგვინით და შენს უბრალოს ამშვენებს კუბოს.
თითქოს ზღვის კარად თივას თიბავდე. ვინა თქვა შენი გრდაცვალება? არა, სწორედ დღეს შენ დაიბადე.
არც მიწიერი, არც ზეციერი, ვინა თქვა შენი უბედურება? არა, სწორედ დღეს ხარ ბედნიერი.
სხვა ბინა მარად იყოს ზღაპარი. ვინა თქვა შენი მიუსაფრობა? არა, შენ ჰპოვე თავშესაფარი.
მშვენიერს, ბედი სხვა არსად არის, შენ სივრცეებმა დაგიბინადრეს - შენ უკვდავების ხარ ბინადარი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |