ლურჯ მთების ზოლი ლურჯ ცის სივრცეში შორს, უსაზღვროდ შორს მიიკლაკნება, ლურჯ ოკეანის ლურჯი ტალღები ლურჯ ტყიან ნაპირს აქცევს, აკვდება.
ლაღად გაშლილი, ვით გედის ფრთები, და დაუცხრომლად ატოკებს ამ ფრთებს ხან ქარიშხალი, ხან ზღვის ზვირთები.
ხან დაუშვებს ძირს, ხან ასწევს მაღლა. მაგრამ რა არის გემისთვის შიში, რა არის ბრძოლა, რა არის დაღლა?
და ვერც მომავალს ვერ მიეწევა... მისთვის ერთია ზღვაზე სრიალი და ზღვის ტალღებზე ნაფოტად ქცევა.
შორს, უსაზღვროდ შორს მიიკლაკნება, ლურჯ ოკეანის ლურჯი ტალღები გემს ეხლება და ვაებით სკდება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |