კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 25 ნოემბერი 2024 08:11

 

მთარგმნელი: ლანა ღოღობერიძე

 

ნუ შფოთავ აგრე ო, ტკივილო ჩემო, იყუჩე,

საღამოს გსურდა - ისიც დადგა, ნაზი, მიმქრალი,

წყვდიადის სული დაეუფლა ქალაქის ქუჩებს,

ზოგს მოუტანა სიმშვიდე და სხვას - საფიქრალი.

ვიდრე მოკვდავნი ადიდებენ ასეთი გზნებით

სიამოვნების - ამ უწყალო ჯალათის - მათრახს,

წადი, დაკრიფე სინანულის მწიფე მტევნები,

ჩემო ტკივილო, ჩვენ ამ ქვეყნად მარტო ვართ, ვაგლახ!

გავშორდეთ ყველას და შევხედოთ ამ წლებს გარდაცვლილთ,

ცის აივნებზე ძველ კაბებში ჩვენსკენ თავდახრილთ,

ო, მომღიმარი სინანული ამოდის ზღვიდან,

მზე- ჩამავალი-მთის გადაღმა კვდება, იცოდე,

ჩემო ძვირფასო, მოდი ხელი გამომიწოდე

და მოუსმინე ამ მშვიდ ღამეს, ჩამოსულს ციდან.


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - შარლ ბოდლერი • • • შარლ ბოდლერის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ