ზღვაში გადვისვრი ბედითი ბადეს, რომ ოქროს თევზი მოჰყვეს ცბიერი, მისი დანახვა მრავალჯერ სცადეს, მე კი ნამდვილად ვარ ბედნიერი.
აჰა, სირენას ამოჰყვა გული, იგი მომასმენს მშვენიერ ჰანგებს და მე ნამდვილად ვარ მოხიბლული.
სადღაც, სხვა მხარეს გადანატანი, ზღვა ღელავს ისევ ხალისიანი, დღე ელავს, როგორც ცეცხლის მადანი.
ჩვენ გავაყოლეთ ხომალდებს კვალი, იქ პოეზიის ფრიალებს დროშა და დროშებს შურით გასცქერის თვალი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |