მიზეზები, რითაც დიდი პოეზია აირია, უბრალო რამ არ გეგონოთ - მომწამვლელი აირია! დღეს არც ვაჟა, არც აკაკი, დღეს არც შოთას შაირია! - ის, რაც გვსპობს და გვანადგურებს - მომწამვლელი აირია! ვერ იტანენ სიმებიანს, ჩანგიანს და დაირიანს! ზოგიერთმა - დაუსტვინა, ზოგი - სულ გადაირია! ეს ზოგისთვის გასართობი შოუა და სეირია, უნიჭოებისათვის კი ერთადერთი ხეირია! როგორცა ჩანს, უკვდავების წყალი უკვე დაილია... ... აღარც შოთა... არც აკაკი... აღარც ვაჟა და ილია... ძნელად, სადმე გადააწყდე ტიპებს - ჯადო - აურიანს... ვატყობთ: მთელმა დედამიწამ საბოლოოდ აურია... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ჭანტურიას პოეზია |