საოცრება წარსული, ეშაფოტზე ასული, ჩქარი და მოქანცული სიკვდილს არ ვენანები. ვარდისფერი ოცნება ქარზე შეიმოსება და იწვევს გაოცებას შორეული ალები.
და უმანკო ლოცვები კვირის ფრთებზე ატირდა. როგორც ლურჯი პარიკებს ღამე ფიქრებს არიგებს და ყორნებმა დარეკეს ბაბილონის ნაპირთან.
ო, უფალი დამიცავს კვირეების კეცაზე. ნუგეშს რომ ვეზიარო, შენთან ვარჩევ სიარულს, სული ერთვის სიხარულს როიალის კვნესაზე.
მოვა ქალის ნუგეში საიდუმლო ქნარებით. მირაჟების კრებული არის გათეთრებული და მე გაფითრებული შენსკენ მივექანები.
ასე კვდება ზარებთან ყვავილების სერია. ვხედავ უცხო დარბაზებს და სიბნელე მაბრაზებს, რატომ მე არ მაფასებს თარსი პერიფერია.
და უმანკო ლოცვები კვირის ფრთებზე ატირდა. როგორც ლურჯი პარიკებს ღამე ფიქრებს არიგებს და ყორნებმა დარეკეს ბაბილონის ნაპირთან. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტერენტი გრანელის პოეზია |