არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს, შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს. ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ, ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე.
ჩემი ფიქრები ისევ კივიან. ძვირფასო, ახლა ამ მიდამოში ყველაზე კარგი ეს ადგილია.
ეს დღე, ეს ბედი ისევ შენია. გარშემო დაჰქრის სურნელი ნაძვის, ტყეა, მარტო ვარ და მეშინია.
შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს. ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ, ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |