კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 10:08

 

 

 

როგორ მაშინებს ჩემს სოფელში მე დაბრუნება,

სიჩუმე მიდის, როგორც დედა მკვდრის საფლავიდან.

მკვდარ ძმებთან წასვლა და ტირილი მეც მომინდება.

არ ვიცი, სოფლის მყუდროებას ვით გადავიტან.

ცამეტ ეზოში ატირდება ცამეტი ძაღლი.

თითქოს სოფელი სასიკვდილოდ მიესვენება.

მკვდრების ლანდებით აღივსება ეს ჩვენი სახლი,

მომაკვდავ რაშზე ჩემი ავი მომეჩვენება.

შიშის ნაპრალთან მომესმება ჩემი სახელი:

გიყვარდე მკვდარი, ვით ცოცხალის კოცნა გიყვარდა.

წავიდეთ, სანამ მოვა დილა თვალგახელილი,

სანამ მზის სხივმა არ აანთო მზისფერი ფარდა.

სახეშეშლილი მივეკვრები ცახცახა კარებს.

გაიტაცებენ შიშის ასულს კოჭლი ქაჯები.

სოფლის შიშისგან დასახსნელად შვაღამის ზარებს,

ღვთის სამრეკლოზე ჩამორეკენ ღვთის დარაჯები.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პაოლო იაშვილი  • • •   პაოლო იაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ