კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 23:52

 

 

 

მახსოვს, იგრძენი ხეივანი,

მთვარის დუმილი

და სიყვარული შემომფიცე

ღიმილით მერე,

მე დავიჯერე, რადგან

არის ქვეყნად ტყუილი,

რომელიც გინდა დაიჯერო

და დაიჯერებ.

და აი, ახლა, როს უმთვარო

ღამეს მინათებ, შენ გაიღიმე

და ის ფიცი უარყავ მერე,

არ დაგიჯერე, რადგან

არის ქვეყნად სიმართლე,

რომელიც გინდა არ გჯეროდეს

და არ იჯერებ.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შოთა ჩანტლაძე  • • •   შოთა ჩანტლაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ