კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 14:41

 

 

 

დაირღვა ძველის-ძველის-ძველი

ულამაზესი ჰარმონია:

ყოველ მეხუთე მამაკაცში

დღეს დედაკაცის ჰორმონია!!

ანუ მეხუთე კაცი ყველა -

პირწავარდნილი ლაჩარია!

უნდა ამასაც შეურიგდე! -

რას იზამ, მეტი რა ჩარაა:

რას ჩამოასხამ, შიგ რაც არ დგას!

რას დალევ, ჯამში რაც არაა!

დაირღვა ძველის-ძველის-ძველი

ულამაზესი ჰარმონია:

ყოველ მეათე დედაკაცში

დღეს მამაკაცის ჰორმონია!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ