კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 სექტემბერი 2024 07:12

 

 

 

მე თავი მგონია ქვეყნად უმდიდრესი,

მფლობელი მიწის და ზეცის,

რაკი შენ არსებობ ჩემთან, ჩემთვის, ჩემში

და უხმო ოცნება გესმის.

მე თავი ზღაპრიდან მოსული მგონია -

ავი დედინაცვლის გერი.

ცხრა მთის გადაღმიდან (ღმერთო, რა შორია),

მოდიხარ, მეძებ და მშველი...

და მთელი ცხოვრებაც მგონია ზღაპარი -

შენი თვალებივით სანდო...

და ჭორი მგონია მაინც ის “სხვა ქალი”,

ისე, სულ ტყუილად ვდარდობ...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ ხუცურაული  • • •   მარიამ ხუცურაულის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ