ფართო ქუჩებში დავივიწყეთ ნელი თამაში, წყრომით იკივლებს ჩემს ცხელ ტანში შენი სხეული... მაშინებს ყოფნა, ყრუ ფიქრებში გამოხვეული და მაგონდება აბრეშუმის თეთრი გამაში.
მაღლა აიწევს ყვითელ ფრთებით ნაზი ეული, დაბურულ ტყეში ჩუმად ივლის ლანდი გრძნეული, შავი წირვები ატირდება წითელ ნარმაში.
და ცის კალთაში დაისვენებს სევდიან ძილით. უცხო ღამეში სევდიანად ჩვენ თითქოს სამი
როცა დადგება მოთენთილი თეთრი მაისი, ჩვენ შეგვაერთებს ელვარებით ნაზი დაისი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტერენტი გრანელის პოეზია |