კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 სექტემბერი 2024 06:48

 

 

 

აუუ, როგორ ბოლავენ,

ქარაფებზე ნისლები,

ზეცა თავზე დამხარის

შენი ოცნებისფერი...

უბეს იხნის ნებივრად,

არაგვს გაღმა ცისკარი,

დილასავით სუფთა და

შენი ღიმილსიდარი...

აუ, როგორ მოჰქუხან,

მთათაშუა ხევები,

თმას მიწეწავს ნიავი,

როგორც შენი ხელები...

აუუ, როგორ ბოლავენ

ხეობებში ნისლები,

მე ვერ გავძლებ, ჩამოვალ

და სულ შენთან ვიქნები...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ ხუცურაული  • • •   მარიამ ხუცურაულის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ