კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 15:52

 

 

 

ვარ აზიელი; ამებურდა სიზმრებით თვალი;

კვლავ ეკვატორი მეცხადება, ხაშმით მაბრუებს;

ლომები ზანტათ დაეძებენ დაბურულ ღრუებს,

მძიმე თათებით ცხელ სილაზე აჩნდება კვალი.


ინდოეთის წინ მოვიხადო, მსურს, ჩემი ვალი;

სადაც კერპები თვალჩასმული დასცქერენ რუებს;

ჩრდილოეთ ზღვების მარტოობა შავათ მაყრუებს;

ათასი წლები, Auto da fe, გზები უვალი!


ქვეყნიერებას მოვევლინე ცხვირგატეხილი,

ფერმკრთალი სახით, ხორციანი სქელი ტუჩებით;

ვატარებ ლორნეტს, დავიდარდე დიდი ქუჩებით!


ახ, ნეტავ ქრისტეს ჩემი გული გადაეხილა -

თუ ვიქნებოდი მუდამ ასე, ცოდვილი, შავი,

მე ავზნიანი, დღენაკლული და საცოდავი!.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ