კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 02:46

 

 

 

ჰე, ბედო, რა ხარ? 

შენი ხატი ვინ სახოს, 

ყოვლ ფერობათა მონაო? 

ხელ-მწიფედ მზა ხარ, 

მაგრამ ვერვინ ვერ ნახოს 

შენი სიმართლით მგონაო! 

ანაზდი ხმა ხარ; 

ვინც[ა] რამე გიზრახოს, 

მართ არ გაგყვების ხსოვნაო! 

ხან ტკბილ[ი] ძმა ხარ: 

ვინმც[ა] ესრეთ გიძახოს, 

მათ ცრემლთა ექმნას ფონაო!


ჰგავს სოფლის პირსა, 

ბედო დაუდგრომელო, 

სიმტკიცე შენგან ქმნილისა! 

ვინ გეტრფის, ტირსა, 

ქცევა განუზომელო, 

ნატვრა აქვს მას სიკვდილისა! 

ხან ქვე შლი ძირსა, 

სიმაღლისა მდგომელო, 

გაქვს სიცრუე სირბილისა! 

ხან დიდ ჰყოფ მცირსა, 

რყევა დაუშრომელო, 

ხარ სიმართლისა კონაო!


უცხო ხარ შობით, 

უღმრთოდ დანაბადეო; 

ვით გენდო, ბედო, უბედო! 

მე შენის მკობით, 

საბრხე გამიბადეო, 

და შევიქმენ უიმედო. 

სურვით და ძმობით 

ბევრჯერ რა მიქადიო. 

უსირცხვილოდ გარდახედო! 

სრულ პატრონ-ყმობით 

ერთად გამოგვცადეო, 

ვინ ვართ მოყმე და მხნონაო!


აწ გიცანთ, გველო, 

სამოთხით განმაძეო, 

შავბედო არსად არაო! 

ქვეყნის შემძვრელო, 

ეშმათა მობაძეო, 

ხან ბნელო, ხან სადარაო! 

იდუმალ მჭრელო, 

სიდრკუის მამა-ძეო, 

დამდგომო უქმად არაო! 

გულებთ შემკვრელო, 

გამყრელო, მომაძეო, 

მლიქვნელო და ღადარაო!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ბესარიონ გაბაშვილი (ბესიკი)  • • •   ბესარიონ გაბაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ