კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:15

 

 

 

ან, ალვაო, ტანადობით, ბან ბულბულს მიგიგავს ენა;

გან, გიელვარებს პირი, დონ, დახატული ხარ შენა;

ენ, ელვარე, ბადრო მთვარევ, ვინ, ვის ეწყინა შენგნით წყენა;

ზენ, ზილ კამო, გიშრის თმაო, ჱაე, ჱაერთ იწყო ფრენა;

თან, თურან, ინ, ისარნი, სიცხოვლით დაგიწვავს შენა!

კან, კვდარი ვარ შენის ეშხით, ლას, ლამაზო მომიგონე;

მან, მიშვრები, თვალთა ცრემლი, ნარ ნაღვაწლიც მამიგონე;

ჲიე, ჲინდის ხემწიფეო, ონ, ოდესმე დამიკონე;

პარ, პირზედ გასხედან ხალნი, ჟან, ჟურვილით თვალთ მიმონებ;

რაე, როდის ვერ გიხილე, სან სურვილმან არ მასვენა!

ტარ, ტურფა ხარ მშვენიერი, უნ, უდროოთ გევხარ მთვარესა;

ფარ, ფერადათ აყვავდები, ქან, ქალნი გისხედ გარესა;

ღან, ღრუბელში ანათობ, ყარ, ყარყარობ სხვის არესა;

შინ, შემრისხავ უმიზეზოდ, ვინ, მერ მოველ შენს არესა;

ცან, ცუდია ეს სოფელი, ძილ, ძილმან არ მასვენა!

წილ, წამებო, ესეც კმარა, ჭარ, ჭირადათ, ვიქმენ ხელად;

ხან, ხილვასთან ედარები, ჯან, ჯილჯიყობ მარგალიტსა;

ჰაე, ჵოე, როს გახშირდა, ბესიკს ესმა შენგნით ყენა!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ბესარიონ გაბაშვილი (ბესიკი)  • • •   ბესარიონ გაბაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ