კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:02

 

 

 

ერთმანეთის სიყვარულში

აღტაცებით გვეძვრის მკერდი,

სიჭაბუკემ სიტკბო გვასვა, -

ასე ტკბილად დამიბერდით!


ჩვენც ვისწავლეთ სიყვარული

ტკბილი, ჩემო სულისერთო,

კარგად უთქვამთ ჩვენთა ძველთა:

- ფერი ფერს და მადლი ღმერთსო!


შეგხვდი მართლა ფერი-ფერზე,

ტოლი იგრძნობს ტოლის ფიქრებს,

ღიმი ტკბილი, კერა თბილი,

ეგ არის და გორის ციხე!


მარგალიტი ქალ-ვაჟი გვყავს,

გული რატომ დაგვედარდოს,

ფეხის ფრჩხილიც ნუ სტკენიათ,

ჩიტებივით დაგვეზარდონ!


ჩვენ მომავალს მათთვის ვაგებთ,

ვიცით მათი ყოფის ფასი,

ავაშენეთ... დავამშვენეთ...

- ეს ერთი და სხვა ათასი!


ეს ცხოვრება სიყმაწვილემ,

გულუხვად და ხელებგაშლით,

მოგვცა, თანაც დაგვილოცა:

- მშვიდობაში!.. მშვიდობაში!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ გოგოლაშვილი  • • •   ვახტანგ გოგოლაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ