კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:59

 

 

 

აუ, რამდენი დილა გასულა, რამდენი ღამე გამილევია,

შეხედე კარგად,

ჯერ ამ სურათში, ერთი ჭაღარაც არ მირევია.

რა ფაციფუცით გარბიან წლები, კაცი ყველაფერს ხვდება რა გვიან,

შეხედე კარგად,

ჯერ ამ სურათში, ერთი იმედიც არ დამკარგვია.

ათასი ლხენა, ათასი დარდი, გადაყოლია ზამთარს ფიფქიანს,

შეხედე კარგად,

ჯერ ამ სურათში, სიკვდილზე ერთხელ არ მიფიქრია.

ო, ცარიელი დღეების რიგი, რა საშინელზე საშინელია,

შეხედე კარგად,

ჯერ ამ სურათში, ხვალინდელი დღის არ მშინებია.

შეხედე კარგად და დაგანახებს, რა ცოტა დარჩა დასასრულამდი,

ახალგაზრდობის,

ახალგაზრდობის,

ახალგაზრდობის ბოლო სურათი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ გოგოლაშვილი  • • •   ვახტანგ გოგოლაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ