კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 12:23

 

 

 

კარგი იყავი შენ პატრიცია,

მაცდური, მრუში და ცრუმეტყველი,

მაგრამ კეთილიც - შენი ღიმილის

შუქი ათბობდა ჩემს სიმარტოვეს.

გულით მიყვარდი, თუმც სიყვარული

შენ არ იცოდი, რადგან შენს გულში

ვესტას ტაძარის წმინდა ცეცხლივით

დღედაღამ ვნების ხანძარი ენთო.

ო, პატრიცია, დიადი რომის

გარეუბნების სიძვის დიაცო,

ვისთან ხარ ახლა, რომელი მამრის

სარეცელს ათბობს შენი სხეული.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჩხენკელი  • • •   თამაზ ჩხენკელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ