და მიიწურა ეს წელიწადიც ვით სიყვარული. დგას დეკემბერი. მე არ ვთქვი და შენც არ დამიცადე, არ შევაწუხეთ გრძნობა ბებერი.
შენთვის იქნება ზაფხული ბოლო კუდის მოქნევა - ვნების აფთარი სიშმაგით ამ დროს იღვიძებს მხოლოდ.
კვლავ იძირები ახალ მორევში... მშვიდობით. გლოცავ, თუ არ დავმიწდი, გწყევლი. შენს ნატვრას თუ ვერ მოვეშვი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • თამაზ ჩხენკელის პოეზია |