ჩემს სოფელში ხეებია, - გამოიყვან აკვანს, გინდა ერქვანს... მართალია, უმრავლესი თხმელებია, - ურევია კოპიტიც და ძელქვაც!.. ზოგი - კაცს ჰგავს, ზოგი - ქალს და ზოგი ბალღს... რომელიმეს ნაადრევად მოჭრი? - ღმერთი სასჯელს შესაფერისს მოგიზღავს!.. ახალ ნერგებს დავრგავ... ამას მართლა გულით ვამბობ, ღმერთმანი!.. ეჰ, ხეებო! - საჭიროა აკვანიც და ერქვანიც!.. მორთულები ატლასით და ფლასით!.. მართალია, უმრავლესი თხმელებია, - თქვენ მე მკითხეთ იმ თხმელების ფასი!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გივი ძნელაძის პოეზია |