ჩვენს საუკუნეს რაღაც ეშლება - უფლის საქმეში ხშირად ეჩრება, - დაუკითხავად სახლში ეჭრება, თქვენ როგორ ფიქრობთ, ვითომ შერჩება?..
წონასწორობას მერანი კარგავს, - ინგრევა, ვატყობ, მოდელი, ქარგა... არა! - ეს, ძმაო, ხუმრობას არ ჰგავს!..
უკვე ცისფერი გახვრიტა ჭერი და... ჩვენი ქოხის იატაკს აწვიმს, - გვაცვივა ციდან ფერფლი და ჭვარტლი...
უფლის საქმეში ურცხვად ეჩრება!.. სიმშვიდეს ურღვევს, სახლში ეჭრება, - თქვენ როგორ ფიქრობთ, ვითომ შერჩება?.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გივი ძნელაძის პოეზია |