კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 05:35

 

 

 

სიზმრები მაქვს არეული:

მზისეული...

მთვარეული...

ხან - ნამეტან ფხიზლეული,

ხან - ნამეტნავ მთვრალეული!..


ხან - ნამეტურ დაწმენდილი,

ხან - ნამეტურ ამღვრეული...

ხან - ზეცამდე აწვდენილი,

ხან - უფსკრულში ჩარღვეული!..


ბნელს ვერ ფანტავს ცისკარიც კი,

სულში ვერც მზემ ილამპრულა...

სიზმრის ახსნა ვინც არ იცის -

მე ავუხსნი წინაპრულად!..


... ერთხელ უნდა შეგახსენოთ

ძველად თქმული, არ ახალი:

ეს ცხოვრება სიზმარია, -

წამისწამში სანახავი!..


ამ ერთ წამში უნდა იგრძნო

საუკუნო ნეტარება..

აბა, ისე ჩვენი ყოფა

მთლად ჯოჯოხეთს ედარება!..


სიზმრები მაქვს არეული:

მთვარეული!..

მზისეული...

ხან - ნამეტურ მთვრალეული,

ხან - ნამეტურ ფხიზლეული!..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გივი ძნელაძე  • • •   გივი ძნელაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ