კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 05:19

 

 

 

წუთისოფელი მოკლეა,

გზადაგზა ბარიერია!..

წუთი? რის წუთი, რა წუთი,

- სიცოცხლე წამიერია!..


წუთიც სავსეა წამებით,

წამებიც ყორნისფერია...

ხანდახან წვიმიერია,

ხანდახან თოვლიერია!..


ხანდახან მზისფერიცაა,

იელვებს, ვით წიწამური, -

წამს წამის უსასრულობა,

წამს უკვდავებაც წამური!..


წუთისოფელი წამია,

(გზადაგზა კარიერია!..)

დიდი წამების გარეშე,

სიცოცხლე ცარიელია!..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გივი ძნელაძე  • • •   გივი ძნელაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ