კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 05:09

 

 

 

ადამიანნი -

ფუტკრებივით დასევიან 

ერთ ვეება ყვავილს, 

- დედამიწას...

უფრო სწორად - დედამიწის ვეება ბუტკოს ...

იტიკნებიან ნექტრით მაძღრისად

და, თითქოს ჭარბად მიიღესო თაფლი

ველური, -

გაბრუებულნი მოცვივიან სიცოცხლის

ხიდან,

ვითა ფოთოლნი შემოდგომით, -

მჭკნარნი...

ყვითელნი...

და, ვითა თესლნი,

მიწის წვენში გაღვივდებიან...

გაზაფხულზე კი -

დგება ხანა აღმოცენების!

*****

ეგ რომ არ იყოს - 

რას გვეყოფა სივრცე და არე,

ან -

ერთი ბუტკო ამდენ ფუტკარს

როგორ დაიტევს?!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გივი ძნელაძე  • • •   გივი ძნელაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ