კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 22:10

 

 

 

როგორც ცივ ქარქაშში

ჩაჟანგული ხმალი,

როგორც ცივ ზამთარში

ჭირვეული ქარი,

როგორც სიმგამწყდარი

მიგდებული ქნარი,

ისეთია ქალი,

უნუგეშო ქალი...

როგორც მუნჯი მონა,

უმწეო და მხდალი,

როგორც ვინმე მწირი

უნუგეშოდ მკვდარი,

როგორც ზამთრის ია,

უმზეობით მკრთალი

ისეთია ქალი,

უალერსო ქალი...

მაგრამ, საკმაოა,

დასწვდე ვარდის ფურცელს...

რომ შუქმფინარ ლამპრად

აბრიალდეს უცებ...

როგორც ველურ ყვავილს

მხოლოდ მზე და სითბო

გადააქცევს წამით

თილისმად და ხვითოდ...

ისე ქალიც მზეს და

სითბოს უხდის ღალას...

ასეთია ქვეყნად

სიყვარულის ძალა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ეთერ სამხარაძე  • • •   ეთერ სამხარაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ