კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 22:15

 

 

 

ლივლივებს ზეცა... და რანაირად

და ვარსკვლავების მოჩანს ხალები...

სადღაც ეჟვნიან ვერცხლის დაირას

ათამაშებენ ბოშა ქალები.


ახლა აშკარად სათქმელს ვამხელ და

მართობს აწყვეტილ ქართა თარეში...

მოვალ და მისნის თვალით ჩაგხედავ

მაგ საოცნებო ცისფერ თვალებში.


ხედავ? ნისლები სადღაც მიდიან,

ღამე შავთვალა მთა-ბარს დაჰყურებს,

და ვერცხლის მთვარე გუმბათს ჰკიდია,

როგორც ბოშა ქალს ცალი საყურე...


დაიგუგუნეთ, დაიგუგუნეთ,

მართლაც სულისთქმა თუ ხართ თელებო...

ოღონდ, არ ვნახო ცა უბულბულოდ

და იშრიალეთ, როგორც გენებოთ.


შენ გიწილადებ ლხინს და სიხარულს,

ყველა ღიმის და ლხინის მოთავევ...

და საქართველოს ცას და სიყვარულს

შევაბერდებით უხმოდ ორთავე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ეთერ სამხარაძე  • • •   ეთერ სამხარაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ