მე არ მჩვევია გლოვა, ტირილი და ცრემლთა ფრქვევა ნაკადულებად, მთაშიც კი ვივლი, ბარშიც კი ვივლი და შენთან მოვალ ისევ უვნებლად.
არც ვინმეს რისხვა მე არ მადარდებს, დე, გამიტაცოს ამ მიწის ორთქლმა, გადამატაროს ცისფერ ლაჟვარდებს...
თუმც არ სჩვევია შიში და ლტოლვა, ვერვინ მომთხაროს, ვერვინ დამაზროს, მე შენს მუხაზე დამყნილი რტო ვარ.
ვიქცევი მტვრად და ნაკადულებად, მთასაც მოვივლი, ბარსაც მოვივლი და შენთან მაინც მოვალ უვნებლად. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ეთერ სამხარაძის პოეზია |