კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 22:06

 

წარწერა პოეტი ქალის საფლავის ქვაზე

 

რად გაოცდი...

ჰო, ეს მე ვარ,

ტირიფი რომ ხელებს გიწვდის...

ყვავილების ნავში ვწევარ,

მხურავს კალთა მშობელ მიწის...

ეს სიცოცხლეც დაიხარჯა, 

შფოთვით, წვით და აღელვებით,

მაგრამ ქვეყნად ლექსი დამრჩა,

შენ ტკბილ თარზე სამღერები...

ეს ვარდები, ეს ფოთლები,

დღეს ცრემლად რომ მეცემიან,

კარგო, ნუკი შეშფოთდები,

ჩემი, ჩუმი ლექსებია...

ნუ სწყვეტ მაგ ფერშეცვლილ

ყვავილს,

მის ყლორტებში ლექსი ჰყვავის,

ის ხომ უტყვი მოწამეა,

რომ ამ ქვეყნად

მეც ვიყავი...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ეთერ სამხარაძე  • • •   ეთერ სამხარაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ