კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 12:26

 

 

 

მთვარე როცა მიილევა,

ვარსკვლავგადანაყარი ვარ,

დამპატიჟეს გვირილებმა,

ყვავილების მაყარი ვარ.

ყვავილების მაყარი ვარ

და ყველაზე მაღალი ვარ.

ნიავ-ქარმა შეისვენა,

გადვიარე სერი-სერი,

შორი, გულის საკლავები

დამცინიან ვარსკვლავები.


რძისფერ ბილიკს ვათავებო,

ნამი მძივად ავკინძევი,

შეიხსენით, თავთავებო,

ოქროსფერი საკინძენი.

გეფერებით ცეროდენებს -

განა უნდა გადაგთელოთ,

თქვენს ბარაქებს ელოდება

ჩემი კარგი საქართველო.

ჯერ კი ნედლი, სათუთები

სულს იდგამენ თავთუხები.


შრიალა და გვალვიანო,

განი მიყავ, ალვიანო,

ყვავილების მაყარი ვარ

და ყველაზე მაღალი ვარ.

შორი, გულის საკლავები

იცინიან ვარსკვლავები.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნაზი კილასონია  • • •   ნაზი კილასონიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ