კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 12:08

 

 

 

თუ გყვარებია მართლაც სულამდის,

ეს სულ ერთია, ვინ გყვარებია,

თუ მოგიპარავს მისი სურათი

და მერე დიდ ხანს გიტარებია.


თუ გუშინდელი მწველი წარსული

ცეცხლის თვალებით მოგნათებია,

თუ ერთხელ მაინც ომში წასული

მამის ალერსი მოგნატრებია.


თუ ქარმა წვიმის წვეთი მოფანტა

და ყელზეც ლბილი მისი თმებია,

თუ სადგურიდან შენს კარგ სოფლამდის

ყანაში ვიწრო ბილიკებია.


თუ ჯერ შენს გარდა არვის უნახავს,

ატმები როგორ იმოსებიან,

თუ გაწოლილხარ ხნულში გულაღმა

და გაზაფხულზე გიოცნებია.


თუ დაგმალვია ველზე ენძელა,

ვერ დაგინახავს, ეგეც ბედია,

თუ მოგიპარავს ნედლი ცერცველა

და გზად მეველე შეგფეთებია...


თუ ქარმა ჭადრის ფრთა ვერ მოტეხა

და იფანსა გრეხს მონურ ტანიანს,

მერე ამდგარა და შენს ქოხამდის

მინდვრის სურნელი მოუტანია.


სწორედ ამიტომ ნუ გაიოცებ,

რომ სხვებზე მეტად შენი ხმის მჯერა,

რომ ლამაზია შენი სიცოცხლე

და გულწრფელია შენი სიმღერა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნაზი კილასონია  • • •   ნაზი კილასონიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ