კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 12:44

 

 

 

ზურგს უკან მიდგას ჩემი სატანა

და ანგელოსი - შიგნით,

მათ შუა ტანჯვით გამოვატარე

ჩემი ცხოვრების წიგნი.


ყველას თავისი უძევს ამფორა,

თვრება და კვდება მაგით,

თქვენს სულს, მშვენიერს ვერ ვეამბორე

მიწად საქცევი ბაგით.


მაგრამ გიზგიზად დახშულ საკანში

ეს ხომ შევიცან სიბრძნის: -

ვინ მთლად იოლად დგება ბაქანზე,

ვინ წაქცევამდე იბრძვის!


მშვიდობით, ჩემო თვალთა საჩინო,

ბნელი არყოფნის შიგნით, -

შენ ერთადერთს გთხოვ, გადაარჩინო

ჩემი ფერადი წიგნი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნაზი კილასონია  • • •   ნაზი კილასონიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ