კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 21:52

 

 

 

ამ უხილავ, ხელით მოვლილ ყვავილებს

სიოსავით ნაზი ქროლვით დავივლი,

თუ შემთხვევით გულში რამეს გაივლებ,

დამაბნიე გულზე მინდვრის ყვავილი.


მხოლოდ მინდვრის, მოუვლელი.. ველური...

განა ვინმეს მოვლილ-ნასათუთები,

მებაღეო, არ გეგონო გრძნეული,

მხოლოდ მათი სურნელებით თუ ვთვრები.


რა ვქნა, ვეტრფი ჩემებრ თვალებცვარიანს

მინდვრად ბედის ანაბარად შთენილი,

შენს ბაღში ხომ სხვა ვარდებიც ყვავიან,

მერე რამდენ ტრფობას გადარჩენილნი.


განა მათი შარიშური არ მიყვარს?

მე მათ ახლოს მუდამ კრძალვით ჩავივლი,

მაგრამ მაინც თუ ბუნება გამრიყავს,

დამაყარეთ გულზე მინდვრის ყვავილი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ეთერ სამხარაძე  • • •   ეთერ სამხარაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ