კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 21:45

 

 

 

მხოლოდ მადროვე, 

გითხრა სათქმელი, 

სუსტ მხრებზე ფრთები

შემოგატოლო...

სხვა არაფერი,

სხვა არაფერი, 

სხვა არაფერი,

ჩემო ბატონო...

მე შენი ღიმი მომინდა ახლა,

როგორც სურნელი მაისის დილის,

და ვიცი მერე

შენ სხვა გზით წახვალ,

მეც გავუყვები ჩემს ნაცნობ ბილიკს...

მხოლოდ ერთს გეტყვი,

ნატვრას გაფრენილს

რა მეშველება,

შენ რომ დამტოვო...

სხვა არაფერი,

სხვა არაფერი, 

სხვა არაფერი,

ჩემო ბატონო.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ეთერ სამხარაძე  • • •   ეთერ სამხარაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ