ცეკვაში თითქო ფრთებია შენი ხელების მტევნები; მე თვალს გადევნებ, მე მხოლოდ ოცნებით დაგედევნები…
ფერად ფერხულში ჩაება, შენთვის უცხოა დარდი და გულგამყინველი ვაება.
საამური აქვს მსვლელობა, (სადღაც კი თვალებს აცეცებს გულგამყინველი მკვლელობა).
შენ აღტაცება დაგარქვა, არ განუცდია, რა არის გულგამყინველი დაკარგვა.
შენი ხელების მტევნები, ეგ სიხარული, ეგ ღიმი, ეგ ბაღი, ეგ შადრევნები.
არც გაღვიძება ინება, გიცქეტ და გულნაღვლიანად წარსულზე გამეცინება,
და თავისთავის დანდობა, საკუთარ ხელით რად მოჰკლეს თავისი ახალგაზრდობა?
გიცქერ და გულით ვევნები - რომ ფრთები, მხოლოდ ფრთებია, შენი ხელების მტევნები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |