ღრმაა გულის ზიანი; დაიბინდენ ზრახვები, მაგრამ თვალცრემლიანი არვის დაენახვები. მაგრამ გახსოვს, იცოდე, ხელი იმ წამების დროს რომ არ გამოგიწოდეს. რასაც ძალა ჰქონია - ყველა უცხო თვალების სისასტიკე გგონია. მღვრიე, ცეცხლის-ტოტება, ო, რა მწარე იქნება ღელვათ გაბოროტება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |