თოვს და ანათებს სადღაც კანდელი, დიდი სასახლის ბრწყინავს კარები შენ კი, ვით თოვლის თეთრი ფატელი, დაღუპვისაკენ მიექანები.
გაგითეთრდება თვალთა უპენი, ნუთუ, ვით თოვლის თეთრი ფანტელი, შენც ისე მშვიდად დაიღუპები?!
და ძაღლის ხმაზე გაბმულად სტირი. ეს შენ იცოდი ზამთრის ღამეში რა აწუხებდა მშობლიურ თბილისს.
რადგან მე შენი ვარ ნათესავი, მეც მიმიღია პოეტის ფიცი, მეც მაწვალებდა ლექსი შენსავით.
ჩანს დათოვლილი საყდარი შენი თეთრი ხალათით დგახარ ამაოდ გათოვს, გათოვს … და არავინ გშველის.
ვინ გაგიყუჩებს ტკივილს და ვარამს? მჭკნარი ფოთოლი დახვალ ამაოდ, აქამდის არვინ არ შეგიყვრა.
გათეთრებულა საყდარი ჯვარით, - აქ უცხოვრია ტერენტი გრანელს - იტყვის მშვიდად და ჩაივლის მგზავრი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |