თვალები - ორი ცოცხალი მხეცი: მშვიდი და შმაგი, ნაზი და მკაცრი... და შემოსილი ლამაზი ბეწვით, მოდიხარ და მეც ბეწვის ქურქს მაცმევ.
სიკვდილს დავეძებთ ხარბი თვალებით, და შემოსილი ლამაზი ბეწვით ერთმანეთს ვერსად დავემალებით.
ვებრძოდით მუდამ და ახლაც ვებრძვით, ერთმანეთს, - ორი ლამაზი მხეცი, ორი ნადირი მოსილი ბეწვით. |
პოეზიის გვერდი • • • • • • თამაზ ჩხენკელის პოეზია |