კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 12:09

 

 

 

ეს ქალი დაქრის ვით ბედაური

და ვერ გაიგებ - ბედს მინდობილი -

ვისი სატრფოა, ვისი დობილი,

ვისი ნადობი თუ ნანდაური.


სად უღამდება, ვისი კარავი

აურჩევია ღამის სათევად,

ვისი ალერსის არის მპარავი,

ვის ემდურება, ვინ ენატრება.


არც საეჭველი რამე ხმაური,

არც უმცირესი რამ ნაკვალევი,

ეს ქალი დაქრის ვით ბედაური

ნაბადაკრული ცხენის ნალებით.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჩხენკელი  • • •   თამაზ ჩხენკელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ