არის რამ, რასაც ვერ მოინელებ ვერასდროს, თუნდაც ათას წელიწადს იცოცხლო, - ვერსად, თუნდაც ფრინველებს გაჰყვე შორეულ გადაფრენისას.
როგორც საშომდე მოსულ დაცინვას, რასაც ვერასდროს წაშლის სიფიცხე, ვეღარც სიკვდილი და თავგანწირვა.
და ფესვგადგმული გულის ძარღვებად - საწყალ დედისგან ვით ცოცხალმკვდარი შვილი არასდროს დაიმარხება...
შენია იგი, ვით შენი სმენა, შენი იყო და იქნება, არის შენი იყო და დარჩება შენად!
ვერასდროს, თუნდაც ათას წელიწადს იცოცხლო, - ვერსად, თუნდაც ფრინველებს გაჰყვე შორეულ გადაფრენისას. |
პოეზიის გვერდი • • • • • • თამაზ ჩხენკელის პოეზია |