კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:53

 

 

 

ქედებმა მითხრეს გულის ვარამი,

შენ ერთი შემხვდი სხვებზე ჯიუტი, -

გქონდა ნაღველი - გულში მალავდი,

მარტო იდექ და არას ჩიოდი.


სიმწრისგან ახლაც კბილით ხრავ დუღაბს,

თავს გეხვევიან თეთრი ღრუბლები.

ო, კოჯრის ციხევ, მხოლოდ შენ დუმხარ,

მხოლოდ შენ არას არ მეუბნები.


მაგრამ მე ეს მზე დამემოწმება -

თუმცა არ იცი კვნესა და ოხვრა,

გავიგე შენი დიდი ოცნება

და მობჯენილი ყელამდე ბოღმა!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჩხენკელი  • • •   თამაზ ჩხენკელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ