ჩემი ხორხოცი, ყეფა, სიცილი მე გავიხადე როგორც სამოსი, მე გავიხადე და მივიძინე თავმიდებულმა ყრუ საღამოზე.
პატრონის წასვლას ჰყეფდა ფინია, და ვიცინოდი ჩემს ჩანაფიქრზე ისე რომ არც კი გამიცინია.
არ ვწუხდი - რატომ ვარ-თქო მძინარე და ვჭვრეტდი ჩემი ყოფა სამოსი როგორ მიჰქონდა უღრმეს მდინარეს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • თამაზ ჩხენკელის პოეზია |