კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 06:17

 

 

 

უცებ ჩვენ ვიხდით ნიღაბს და ვჩნდებით,

მთელი სიშიშვლით, სიღრმით, სავსებით,

და ერთი წუთით კარგები ვხდებით,

ვხდებით ჩვენივე თავის მსგავსები.


ჩვენ გვიხარია ნამდვილ ხარებით,

ჩვენ გვძულს, ჩვენ გვიყვარს,

ვნაღვლობთ, ვიცინით,

და ერთი წუთით ჩვენი თვალები

არ იღიმიან კუდის ქიცინით.


მაგრამ ვით ღრუბლით დარი მზიანი

ეს წუთი მალე მიდის და ქრება

და ცრუ ღიმილით თავაზიანი

ჩვენ შორის ისევ ნიღაბი დგება.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჩხენკელი  • • •   თამაზ ჩხენკელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ