თმებს ნუ ჩამოიშლი, ისე დაღამდება, ღამე წამოდგება ცისკრით გათელილი, ბევრჯერ დაჩოქილი კრძალვით ამ ხატებთან ერთხელ დავიწვები წმინდა სანთელივით.
და შენც კრიალოსნის მძივად გაიბნევი, ისე შეგიყვარდა ჩემი დამიწება, როგორც შეღამებას ძველი აივნები.
ღვინით აივსება მთების ჩაფხუტები. ქარში გადაცვენილ ვერცხლის სასანთლეებს გულში ავინთებდი შენი ჩახუტებით.
თურმე სიყვარულმაც იცის დავიწყება. მთვარე ამოვიდა, - ზეცის მუეძინი, მალე ღამეების ლოცვა დაიწყება.
ღამე წამოდგება ცისკრით გათელილი, ბევრჯერ დაჩოქილი კრძალვით ამ ხატებთან ერთხელ დავიწვები წმინდა სანთელივით. |
პოეზიის გვერდი • • • • • • თამაზ ჩხენკელის პოეზია |