შევიჭერ ბროლში, ვიმორჩილე ამაყი რაში, ვჯირითობ მკრთალი მოთენთილად, ვით მთვარეული; როცა მიტაცებს საოცარი ქროლვა-თამაში, მარად მერანზე იყინება ჩემი სხეული.
ყრიან გარშემო ვით ქალწული ნაამბორევი. ავიცარ სული იმედებით, დაფერფლილ აზრით, შეირხა ზანტად უზენაეს ჩრდილთა მორევი.
და მე მხედარი გაყინული თეთრ ცხენზე ვკვდები. ბროლში სამყარო გამოჩნდება - კვლავ მიუდგომი და თავის საზღვრებს ასკდებიან რაშნი მკერდებით.
თეთრი სიგიჟე თეთრ მათრახით ათრთოლებს რაშებს, ნერონთა ავი სახეებით ცა დაფარულა და მთვარე სდევნის უსახლკარო ბინდფერ აპაშებს.
შლეიფისავით ნაცხადევი სულ დაიბურდა, იმსხვრევა ქარში გაფითრებულ ბროლთა ზმანება და კიდევ ერთხელ გაიელვებს მხედართა ურდო.
განწირულს მხედრებს მოელიან და ნავარდობენ, იქ არის ჩემი სამუდამო განსასვენები, სადაც რაშებზე ორეულნი თეთრად დარდობენ.
მირჩევს სარკიდან ორეული თავის დახრჩობას, ვიგონებ მაშინ სასოებით რაშებს წუთიერს, გაყინულ მხედარს ვეუბნევი მე: - გამარჯობას. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია |