ტანჯულ პიეროდ გელანდება თვითონ მესხია ჯეირან ლექსით ღირსეულად ბაძავ ჯამბაზებს სონეტისათვის უღალატე ძველ მუხამბაზებს და, როგორც წურბელს, შეგიყვარდა შენ პოეზია.
ვეტრფი შენს ცრემლებს, ვით ოცნების მარად ემბაზებს ქალური ხელით აქანდაკებ იისფერ ვაზებს, მაგრამ სულს ცეცხლის ურდოები შემოესია.
გიცქერს კვამლიდან ორეული - შენი მაყარი და ქარავანი ლანდებისა ამაყობს - ჩქარი.
ლურჯი თვალები ძველ სამშობლოს სწრაფ მიაპყარი, რომ არ დაიმსხვრეს ელვარებით სავსე ზღაპარი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია |