თუმც გარს მარტყია, როგორც ნათელი, თუმც დღე და ღამე ჩემს წინ ციმციმებს, ცრემლებად აწევს თვალებს გახელილს, ნიღბის ჩრდილი და ნიღბის სიმძიმე.
გიძღვნის ბორკილის მძიმე ყვავილებს და სევდა გიპყრობს ნიღბისგან დაღლილს, როდესაც ხვდები ნიღბით დაღლილებს.
სუდარასავით ჩამომაცილებთ, ნახავთ თვალები თუ როგორ კარგავს ცრემლის და სისხლის ფერმკრთალ ნაწილებს.
თუმცა ერთმანეთს ვერ გავაცინებთ, მაინც დაგვნათის ერთი ვარსკვლავი, ნიღბით ცოცხლებს და ნიღბით დასჯილებს... |
პოეზიის გვერდი • • • • • • სოსო ნადირაძის პოეზია |