უკვე მეწვია ჩემი ზამთარი, თითქოს ვეჩვევი მღვრიე ქარ-წვიმებს და მინავლული ცეცხლის ღადარი აღარ მათბობს და აღარ მამშვიდებს.
ერთი მომყვება მკერდში მორჩილად, ხოლო მეორე სტრიქონებს შორის მათხოვარივით ჩამოძონძილა.
და დამარცხებულს ახლა სრულებით, თითები, როგორც ჩალის ღერები ისე მიჭირავს ხელისგულებით.
ქარი კითხულობს უკვე განაჩენს და ბწკარებს შორის ფიქრით დაღლილი კალამს ვეყრდნობი, როგორც ყავარჯენს... |
პოეზიის გვერდი • • • • • • სოსო ნადირაძის პოეზია |