ჩვენ ერთმანეთის ჩრდილს გავექეცით ჩვენ ერთმანეთის ლანდი დავტოვეთ და შეძახილი: - დროზე შეჩერდით! - რეფრენად გასდევს ჩვენს სიმარტოვეს...
ჩემო სუნთქვავ და ჩემო ნაწილო და ხელებს ვიწვდით ერთმანეთისკენ, რომ ჩვენი ჩრდილი გადავარჩინოთ...
და ერთმანეთის ცრემლებს ვაგროვებთ და ერთმანეთის ტკივილს ვაჯამებთ, როგორც სტრიქონებს და მეტაფორებს...
და კითხვა გვთანგავს გულისწამღები, მე რომ ვმაღლდები, შენ რად ეცემი? მე რად ვეცემი შენ რომ მაღლდები?
ვცდილობთ მანძილით შემოვიზღუდოთ, ერთად მივდივართ მერე სარკესთან და ერთმანეთის აზრებს ვკითხულობთ... |
პოეზიის გვერდი • • • • • • სოსო ნადირაძის პოეზია |