ახლა მარტია, ისე ვფიქრობ, თითქოს დავბერდი და სარკმელიდან სიყმაწვილის სურათს შევყურებ, მოვა აპრილიც, პეშვს გაივსებს მწვანე საკენკით და ყოველ დილით დააპურებს ერთგულ ბეღურებს.
ჩემი სარკმელი ასე ლურჯი, ასე ციმციმა, ნეტა ვიცოდე, ასე ჩუმად ამ გაზაფხულმა, რომელ ბუდეში, რომელ ტოტზე გამოიძინა?
ერთი ნუგეშით, ერთი ცრემლით, ერთი ტკივილით, შენ ყოველ დილით ჩემს სარკმელთან ისე ჩაივლი, რომ უმალ ლექსი ამაწყდება გულზე ღილივით... |
პოეზიის გვერდი • • • • • • სოსო ნადირაძის პოეზია |